“ჩემზე ზეწოლა მხოლოდ ჩემი 6 წლის ვაჟს შეუძლია”
ვლადიმერ ზელენსკი, უკრაინის პრეზიდენტი
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც მსოფლიო მოიცვა აშშ-ს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებასთან დაკავშირებულმა ინფორმაციამ, სადაც მთავარ მიზეზად ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბარი დასახელდა, კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმაც. მას რუსმა ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, მართლაც იყო თუ არა ტრამპის მხრიდან ზეწოლა, სატელეფონო საუბრის დროს, პრეზიდენტობის კანდიდატ ჯო ბაიდენის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით, რაც გახდა კიდევ მიზეზი იმისა, რომ დემოკრატებს ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში დაეყენებინათ.