დეპუტატი ეკა ბესელია, რომელმაც პირდაპირ ეთერში განცხადება გააკეთა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ, პროკურატურაში გამოსაკითხად დაიბარეს. აღნიშნულ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
ბესელიას თქმით, ის ამ კვირაში ვერ გამოცხადდება პროკურატურაში. მისი თქმით, უწყებაში გამოცხადების ზუსტ თარიღს ორშაბათს დაასახელებს.
შეგახსენებთ, ეკა ბესელიამ “მთავარის” ეთერში განაცხადა, რომ იცის უმრავლესობაში ადამიანები, რომლებსაც პირადი სახის ვიდეოს გავრცელებით აშანტაჟებენ.