ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მაია ცქიტიშვილი – კატეგორიულად ვემიჯნები იმ ბრალდებებს, რომელიც ეკა ბესელიას ბოლო პერიოდში ახასიათებს

ფარულ კადრებთან დაკავშირებით, დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებას ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ეხმაურება. ცქიტიშვილი ყოფილი თანაგუნდელის განცხადებას ემიჯნება და აცხადებს, რომ “ზედმეტი სპეკულაცია არ არის საჭირო”.

“კატეგორიულად ვემიჯნები იმ ბრალდებებს, რომელიც ქალბატონ ეკა ბესელიას ბოლო პერიოდში ახასიათებს. ის მიუთითებს იმაზე, რომ მისი ყოფილი თანაგუნდელები, შესაძლოა, ამ მეთოდებს მიმართავენ. რაც ასევე გამოძიებამ დაადგინა, დაადგინა მათ შორის ამ პირადი ცხოვრების კადრების ჩამწერი პირების ვინაობაც, გავრცელებაზე მოხდა პირების დასჯა. შესაბამისად, ხელისუფლების დამოკიდებულება პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ამ ფაქტების მიმართ არის მკაფიო, ცხადი და მგონია, რომ ზედმეტი სპეკულაცია არ არის საჭირო”, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

ეკა ბესელიას თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ადამიანებზე ზეწოლა ისევ მიმდინარეობს. მისი განცხადებით, რამდენიმე მსგავსი ტიპის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია თავად აქვს.

იტვირთბა....