ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

ოხანაშვილი – ბესელია ვალდებულია, გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ფარულ კადრებთან დაკავშირებით, დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებას ეხმაურება. როგორც ანრი ოხანაშვილი ამბობს, ბესელიას განცხადება, შესაძლოა, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდეს.

“ეკა ბესელია ვალდებულია, გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია იმიტომ, რომ ეს შესაძლოა გახდეს გამოძიების დაწყების საფუძველი. თუ ის აცნობიერებს მისი სიტყვების მნიშვნელობას, ვალდებულია, გამოძიებას ინფორმაცია მიაწოდოს”, – უთხრა ჟურნალისტებს ანრი ოხანაშვილმა.

ეკა ბესელიას თქმით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ადამიანებზე ზეწოლა ისევ მიმდინარეობს. მისი განცხადებით, რამდენიმე მსგავსი ტიპის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია თავად აქვს.

იტვირთბა....