ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი – სისულელეს ლაპარაკობს ეკა ბესელია

ფარულ კადრებთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ეხმაურება. როგორც გიორგი ვოლსკი აცხადებს, მმართველი პოლიტიკური გუნდის ყოფილი წევრი დეზინფორმაციას გამიზნულად ავრცელებს, რაც მისივე შეფასებით, პოლიტიკურ უზნეობას უახლოვდება.

„სისულელეს ლაპარაკობს ეკა ბესელია…. თუ რამე ასეთი ინფორმაცია გააჩნია ეკა ბესელიას, აუცილებელია მიაწოდოს ან საზოგადოებას ან სულ მცირე გახადოს ეს ნათელი და ხმამაღლა განაცხადოს ამის თაობაზე. ასე საუბარი, რომ ვიღაცას აშანტაჟებენ, იმდენად არ ახასიათებს “ქართული ოცნების” ხელისუფლების ხელწერას, რომ მიმაჩნია, რომ აქ უზუსტობას არ აქვს ადგილი, აქ არის გამიზნული დეზინფორმაცია მიწოდებული საზოგადოებისთვის, რომელიც ძალიან უახლოვდება პოლიტიკურ უზნეობას. მან ამასთანავე, ძალიან კარგად იცის ვინ იწერდა პირად ცხოვრებას, ვინ ეხებოდა, ვის აშანტაჟებდა და ვისი ხელწერა იყო. როდესაც ასეთი უსაფუძვლო ბრალდებით გამოდიხარ ხელისუფლების წინააღმდეგ ეს მნიშვნელოვანწილად არის ტოლობის დასმა იმ მწამებელ მმართველობასთან, რომლის წინააღმდეგ თვითონ ეკა ბესელია საკმაოდ აქტიურად იბრძოდა ერთი პერიოდი”, – ამბობს გიორგი ვოლსკი.

დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით ადამიანებზე ზეწოლა ისევ მიმდინარეობს. ბესელიამ აღნიშნა, რომ რამდენიმე მსგავსი ტიპის შემთხვევის შესახებ იცის, თუმცა დეპუტატმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ დააკონკრეტა ფარული კადრებით შანტაჟი ხორციელდება თუ არა დეპუტატებზე.

იტვირთბა....