ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საუნივერსიტეტო დასახლებაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონში, საუნივერსიტეტო დასახლებაში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. მირიანაშვილისა და სვანიშვილის ქუჩებზე, ჯამში, 11 861 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

აღნიშნულ დასახლებაში ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა. სამუშაოების ფარგლებში, ღია სანიაღვრე ქსელის მოწყობაც ხორციელდება.

მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

„საუნივერსიტეტო დასახლებაში წლების განმავლობაში, რთული მდგომარეობა იყო და მოსახლეობას გრუნტის გზაზე გადაადგილება უწევდა. ამ დასახლებაში 800-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გზის მოწესრიგება. უახლოეს მომავალში საუნივერსიტეტო დასახლება სრულად მოწესრიგდება და მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს“, – განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 137 248 ლარით დაფინანსდა. სამუშაოებს კომპანია „ცეკური“ აწარმოებს.

იტვირთბა....