ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოს მაღალმთიან რაიონებში მოთოვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზირების ცენტრში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, რომ გურიის, აჭარის მაღალმთიანეთში და და სვანეთში მოთოვა.

მათივე ინფორმაციით, გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან, დასავლეთ საქართელოში, ცივი და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლა-გავრცელებამ, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გამოიწვია წვიმა, ზოგან ძლიერიც, მაღალმთიან რაიონებში კი – თოვლი. კონკრეტულად კი გურია, აჭარისა და სვანეთის მაღალმთიანეთში.

რაც შეეხება 22 სექტემბრის ამინდის პროგნოზს, მათი განმარტებით, დღეს უკვე ნალექები შეწყვეტილია.

„ღამის სათებში გამოიდარებს. ხვალიდან კი რამდენიმე დღე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, მაგრამ ღამის საათებში საქართველოს მაღალმთიან რაიონებში, როგორც დასავლეთ, ისე – აღმოსავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსამდე დაიკლებს“,- განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ.

იტვირთბა....