aviabiletebi
არჩევნები ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბერძენიშვილი NDI-ის კვლევაზე – მკაფიოა, რომ “ოცნება” საპარლამენტო უმრავლესობას ვერ იღებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

მე უფრო ტენდენციურობასა და რიგითობაზე გავამახვილებ ყურადღებას, ვიდრე რიცხვებზე, რადგან თითქმის 60% ვერ გახსნა კვლევამ და ეს კვლევის ნაკლია. ამის მიუხედავად, მკაფიოა, რომ “ქართული ოცნების” პოზიციები მძიმეა. ოპოზიციას რაც შეეხება, სხვა პოლიტიკური პარტიებისთვის ასპარეზი საკმაოა – “ნაციონალებისა” და სხვა პარტიების გარდაც. ოპოზიციურ ლიდერ გაერთიანებად რჩება “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც კვლევის თანახმად, ორჯერ მეტი ხმა აქვს, ვიდრე მეორე და მესამე ოპოზიციურ პარტიას, – ამის შესახებ “მეტრონომთან” საუბრისას “რესპუბლიკური” პარტიის წევრმა დავით ბერძენიშვილმა NDI-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა.

ბერძენიშვილის განცხადებით, “ოცნების” ზედა ჭერი 40% არაფერით აღემატება. მკაფიოა, რომ “ოცნება” საპარლამენტო უმრავლესობას ვერ იღებს.

“მივაქციე ყურადღება, რომ მომდევნო პარტია, 3%-ის მიდამოებში, არიან “ლეიბორისტები”, რომლებიც ვერც ბიძინას და ვერც პრორუსებს ვერ მიეწებებიან. ამიტომ, შალვა ნათელაშვილის პოზიციონირება არარუსული ფლანგის მხარეა. ამ თვალსაზრისით, თუ “ნაციონალების”, “ლეიბორისტებისა” და “ევროპული საქართველოს” ხმებს შევაჯამებთ, ის თანაზომადია “ოცნების” ხმების. როდესაც  გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ბევრია, ერთის მხრივ, ეს ნიშნავს, რომ ასპარეზი არის სხვებისთვის, მაგ. ხაზარაძისა პარტიისთვის და ა.შ. მეორე მხრივ, დასტურდება, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის შესამჩნევი უმრავლესობა “ქართული ოცნებისკენ” ვერ წავა. “ოცნების” ზედა ჭერი 40% არაფერით აღემატება. მკაფიოა, რომ “ოცნება” საპარლამენტო უმრავლესობას ვერ იღებს”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისითქმით, “ოცნების” მდგომარეობა ძალიან მძიმეა, რადგან “პატრიოტთა ალიანსთან” მისი ღია კავშირი მმართვე გუნდს ამომრჩეველთა ნაწილს დააკარგვინებს.

“თითქოს გაუგებარია რატომ წავიდა “ოცნება” პროპორციულ არჩევნებზე. უფრო იმიტომ, რომ სათავისოდ იანგარიშეს და როდესაც “ნაციონალური მორაობის” კანდიდატის თანამშრომლობა სხვა ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობა ხდება, საპრეზიდენტო არჩევნებმაც დაადასტურა ეს, ამან აფიქრებინა ივანიშვილს, რომ დამთავრდა პერიოდი, როდესაც მეორე ადგილზე გასული “ნაციონალი” მეორე ტურში დასამარცხებლად იყო განწირული. ამჟამად, მეორე ტურში გასული “ნაციონალი” არის შემძლე, შემოიკრიფოს მთელი პროდასავლური ოპოზიციის ხმები.

სწორედ ამიტომ, მაჟორიტარულ არჩევნები, განსაკუთრებით ურბანულ ცენტრებში,  ივანიშვილისთვის კიდევ უფრო სახიფათო იქნებოდა, ვიდრე პროპორციული. ეს ვითარებაა. ცალკე აღებული “ოცნება” ხელისუფლებას ვერ შინარჩუნებს. ეყოფა თუ არა შავბნელი პარტნიორები უმრავლესობისთვის, ეს ამომრჩეველზეა დამოკიდებული. მძიმეა “ოცნების” მდგომარეობა. ასე ღიად “პატრიოტთა ალიანსთან” მისი ბლოკი კიდევ უფრო ჩამაშორებს ერთგვარად რესპექტაბელურობის მქონე ამომრჩეველს, რომელიც მხოლოდ იმიტომ აძლევს მმართველ გუნდს ხმას, რომ მიშასი ეშინია. მეორეს მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” შედარებით დაბალი პროცენტი ადასტურებს, რომ მიშა მოდის დაშინება არარეალისტურია, მიშა ვერ მოდის. “ნაციონალური მოძრაობა” შეიძლება იყოს დიდი ოპოზიციური გაერთიანების შემადგენელი ნაწილი”, – აცხადებს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, რომ “ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, კითხვაზე – “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არ მონაწილეობას”, გამოკითხულთა 59% აცხადებს, რომ არჩევნებზე მივიდოდა, ხოლო 41%-მა აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. 

ამავდროულად, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიებს მისცემდნენ ხმას, პარტიები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ 20 პროცენტი, „ნაციონალური მოძრაობა“ 9 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ 4-4 პროცენტი. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 26 პროცენტს.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევა 13-29 ივლისს ჩატარდა, ცდომილების ზღვარი +-1,7 პროცენტია.

ავტორი: ბესო კუნელაური

იტვირთბა....