ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

NDI – გამოკითხული მოსახლეობის 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს არჩევნებზე ხმა ვის მისცეს

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, კითხვაზე – “ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არ მონაწილეობას”, გამოკითხულთა 59% აცხადებს, რომ არჩევნებზე მივიდოდა, ხოლო 41%-მა აღნიშნა, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა. 

ამასთანავე, გამოკითხული მოსახლეობის 57%-ს გადაწყვეტილი არ აქვს არჩევნებზე ხმა ვის მისცეს. 

კითხვაზე – “ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცეთ ხმა”, გამოკითხულთა 37%-მა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მიღებული აქვს, 5%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. 

ცნობისთვის, კვლევა 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხული იყო 2131 პირი. ცდომილების ზღვარი +-1,7 პროცენტია.

იტვირთბა....