ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

NDI – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს “ოცნება” 20%, “ნაციონალური მოძრაობა” 9%, “ევროპული საქართველო” და “პატრიოტთა ალიანსი” 4-4%

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC) საქართველო“-ს მიერ ჩატარებულ კვლევაში კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიებს მისცემდნენ ხმას, პარტიები ასე გადანაწილდა:

„ქართული ოცნება“ 20 პროცენტი, „ნაციონალური მოძრაობა“ 9 პროცენტი, „პატრიოტთა ალიანსი“, „ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები“ 4-4 პროცენტი. კითხვაზე პასუხი არ აქვს გამოკითხულთა 26 პროცენტს.

ცნობისთვის, კვლევა 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოკითხული იყო 2131 პირი. ცდომილების ზღვარი +-1,7 პროცენტია.

იტვირთბა....