ზესტაფონში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, დედა და ორი შვილი, (2 წლის და 4 წლის) დაიღუპა.
როგორც ჩანს, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და ოჯახის ახლობლებმა დაღუპულები მოგვიანებით იპოვეს. ახლობლები სახლში ფანჯრიდან შევიდნენ და ტრაგედიის თვითმხილველები გახდნენ.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 40 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.