ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეტროში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

გუშინ, მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ემერჯენსის ხელმძღვანელი თეონა ხუნჭუა ადასტურებს. მისი თქმით, კლინიკაში შეყვანისას 21 წლის პაციენტი მდგომარეობა უკიდურესი სიმძიმის იყო.

„ახალგაზრდა კაცი მეტროსადგურ „სამგორიდან“, სადაც ის ლიანდაგებში უგონოს მდგომარეობაში იპოვეს, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გუშინ 19:05-ზე შეიყვანა კლინიკაში. პაციენტის მდგომარეობა უკიდურესი სიმძიმის იყო. მას ჩაუტარდა შესაბამისი დიაგნოსტირება. პაციენტს აღენიშნებოდა შემდეგი ტრავმული დაზიანებები: ინტრაპრანიული ტრავმა, ქალასარქვლის მოტეხილობა, კომატუზული მდგომარეობა, ცერებლური შეშუპება, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვენმხრივი პლევმოთორაქსი, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, მარჯვნივ ბარძაყის მოტეხილობა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და ტრავმული ჰემორაგიულო შოკი. პაციენტი სწორედ მძიმე ტრავმული დაზიანებების გამო გარდაიცვალა“, – განაცხადა თეონა ხუნჭუამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მეტროსადგურ „სამგორში“ ახალგაზრდა კაცი მატარებლის ლიანდაგებზე ჩავარდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით დაიწყო,რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....