ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გაგწირავენ წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის” – ჯაფარიძე პირველკლასელებს მიმართავს

პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი ზურა ჯაფარიძე, პირველკლასელებს მიმართავს და სწავლის დაწყებას ეხმაურება.

როგორც ის აღნიშნავს, ბავშვებს ელით მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯხეთის გავლა.

“ვუსამძიმრებ პირველკლასელების აბსოლუტურ უმრავლესობას მრავალწლიან ციხეში მოხვედრის გამო

თქვენ გელით საკუთარი მშობლების და ბებია-ბაბუას მიერ შექმნილი ჯოჯხეთის გავლა, სადაც:

– დაგამცირებენ
– მოგექცევიან როგორც მონებს
– დაგაზეპირებინებენ სრულიად გამოუსადეგარ ზღვა ინფორმაციას
– არ მოგცემენ განვითარების შესაძლებლობას იმ მიმართულებებით, რომლებიც გაინტერესებთ
– გასწავლიან ფარისევლობას
– დაგაკარგვინებენ აზროვნების უნარს
– შეგაზიზღებენ სწავლას და ფიქრს
– შეგაზიზღებენ დილით გაღვიძებას
– საბოლოო ჯამში გაგწირავენ წარუმატებლობისთვის და სიღარიბისთვის

და ამ ყველაფერს თავად თქვენი მშობლები და ბებია-ბაბუა დააფინანსებენ

ბოდიში რომ ჯერ კიდევ ვერ შევძელით თქვენი დახსნა” – წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო.