ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონაში, პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე დააკავა – ამოღებულია მოპარული ნივთები, მათ შორის ძვირფასეულობა.
ესპანელი სამართალდამცავების ცნობით, დაკავებულები დანაშაულებივი დაჯგუფების წევრები არიან და ბინების გაქურდვაში არიან ეჭვმიტანილნი.
მათივე განცხადებით, ეჭვმიტანილები საცხოვრებელ სახლებს წინასწარ არჩევდნენ და მეპატრონეების დასასვენებლად გამგზავრების შემდეგ ძარცვავდნენ.