ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ინტელექტუალური თამაშების დღე და არა ინტელექტუალთა დღე – ზუგდიდის მერიის განმარტება

ზუგდიდის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, რომ შაბათობით ზუგდიდში გაიმართება სხვადასხვა ინტელექტუალური თამაშები და იქნება ინტელექტუალური თამაშების დღე.

“გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს შაბათი დღე გამოცხადდა ინტელექტუალთა დღედ, რეალურად შაბათობით ჩვენს ქალაქში გაიმართება სხვადასხვა ინტელექტუალური თამაშები და იქნება ინტელექტუალური თამაშების დღე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დაგეგმილი სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ფარგლებში, დღეს, საღამოს პირველად, ღია ცის ქვეშ, დადიანების სასახლეთა ეზოში 18:00 საათზე, ინტელექტუალურ თამაშს, რა ? სად? როდის? ჩაატარებს.

დღეიდან სწორედ შაბათი გახდება ინტელექტუალური თამაშების დღე, სადაც 14 წლიდან მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა შექმნან 6 კაციანი ჯგუფი, შემოიტანონ განცხადი მერიაში და ჩაერთონ ინტელექტუალურ თამაშებში.

ინტელექტუალური თამაშები გაიმართება შემდეგი მიმართულებით: რა? სად? როდის? ასევე გაიმართება, ბრეინ რინგი, ჯეპარდი, თემატური ქვიზ ტურები, კროსვორდ ტური და ინტელექტუალური დუელი.

ახალგაზრდებისგან შემოსული ინიციატივების შესაბამისად ზუგდიდის მერიამ ყოველი კვირის პარასკევის, შაბათის და კვირის დატვირთვა სხვადასხვა კულტურული და ინტელექტუალური ღონისძიებებით გადაწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ყოველ პარასკევს მართავს მუსიკალურ საღამოებს სახელწოდებით „ზუგდიდი-შენი განწყობის ქალაქი“.

ამასთანავე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს კვირა დღეს დანერგოს „მობილური კინოთეატრი“, სადაც ახალგაზრდები ღია ცის ქვეშ საკუთარ შერჩეულ ფილმებს მეგობრებთან ერთად ნახავენ. #ერთადზუგდიდისთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მუნიციპალტეტის მერის ინიციატივით, ყოველი შაბათი ინტელექტის დღედ ცხადდებოდა.

იტვირთბა....