მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ჩარკვიანი – „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა ცუღლუტობა მგონია, ზოგიერთი მათგანი თანამშრომლობს „ოცნებასთან“

“შეიძლება, ვიღაცამ გამოაცხადოს დასავლეთის მომხრე ვარო, მაგრამ ძალიან არასიმპატიური და თაღლითი იყოს. ინდულგენცია კი არ არის ის, რომ თქვა, რომ მე დასავლეთის მომხრე ვარ. ამიტომ დაფიქრება გმართებს. არ ვიცი, რას გულისხმობენ, ვერ გავიგე, ცოტა გამეცინა. ვერ გამოვიცანი მათი იურიდიული გამაგრება ამ დოკუმენტის. სასაცილოდ მომეჩვენა და ის, რაც სასაცილოდ მეჩვენება, მგონია, რომ ცუღლუტობენ. სრულიად სხვაგვარად გადანაწილდება ყველაფერი, სრულიად სხვა ვითარება მოდის და არ მგონია, „ევროპულ საქართველოს“ ასე ოპტიმისტურად ჰქონდეს საქმე. რამდენადაც ვიცი, ყველა ვთანხმდებოდით, რომ არ უნდა ვითანამშრომლოთ „ოცნებასთან“. ვფიქრობ, ეს დიდი ხნის გაფორმებულია და ამისთვის მემორანდუმი სჭირდებათ? მე ვიცი, რომ „ევროპული საქართველოდან“ ზოგიერთი თანამშრომლობს „ოცნებასთან“.

ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი “ევროპული საქართველოს” ინიციატივას;

შეგახსენებთ, რომ პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ყველა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, განაცხადონ, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლებასა და პროპუტინულ პარტიებს არ შეუქმნან მთავრობა.

იტვირთბა....