აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანში ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს – Iran International

ირანში 8 იანვარს ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული 19 წლის მოჭიდავე სიკვდილით დასაჯეს – ინფორმაციას Iran International ავრცელებს და წერს, რომ სალეჰ მოჰამადისთან ერთად სიკვდილით დასაჯეს.

კიდევ ორი ადამიანი – მეჰდი გასემისი და საიდ დავუდიც. გამოცემა წერს, რომ სამივე მათგანს ირანის რეჟიმი 2026 წლის 8 იანვრის საპროტესტო აქციებზე პოლიციელების მკვლელობას ედავებოდა.

გამოცემის ინფრომაციით, ახალგაზრდა მოჭიდავემ ირანის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, 2024 წელს Saytiyev-ის საერთაშორისო თასზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

იტვირთბა....