პარტიები „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ ყველა ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, განაცხადონ, რომ არჩევნების შემდეგ ივანიშვილის ხელისუფლებასა და პროპუტინულ პარტიებს არ შეუქმნან მთავრობა.
“წყალგამყოფი ხაზი გადის აქ, რომ არ შევუქმნათ ივანიშვილს მთავრობა 2020-ის არჩევნების შემდეგ”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
უგულავას განცხადებით, „ევროპული საქართველო“ მზად არის კოლეგებთან კონსულტაციისთვის.