aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ახლა რას აპირებთ, აპატურაისაც ბურჯანაძის მაგავსად რუსეთის ინტერესების გამტარებელს დაუძახებთ? – ბურჯანაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ყველა უბედურების სათავე უვიცობა და უთავმოყვარეობაა. საინტერსოა, რას უპასუხებენ დღეს ჯეიმს აპატურაის ამ განცხადებაზე უვიცი და უტიფარი პოლიტიკოსები.
გუშინ საქართველოში ლუსტრაცია მოხდა: ნათლად გამოიკვეთა, ვისთვისაა საქართველო და ეროვნული ინტერესები მთავარი, და ვისთვის ნატოში ინტეგრაციაზე დემაგოგიით როგორმე პოლიტიკაში დარჩენა! ნათლად გამოჩნდა, ვისთვისაა უმთავრესი ამოცანა ხელისუფლებაში მოსვლა, თუნდაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს სამუდამოდ დაკარგვის ფასადაც კი, – ასე ეხმაურება ,ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ჯეიმს აპატურაის განცხადებას.

“ახლა რას აპირებთ, აპატურაისაც ბურჯანაძის მაგავსად რუსეთის ინტერესების გამტარებელს დაუძახებთ თუ აღიარებთ, რომ ქართველი ერის გარკვეული ნაწილი უცოდინარ, არაკომპეტენტურ და დროს უიმედოდ ჩამორჩენილ პოლიტიკოსებს არის აყოლილი?!

სწორედ, ამ უტიფარი პოლიტიკოსების დამსახურებაა, რომ ცხინვალში და სოხუმში დღეს რუსეთის ჯარი დგას! სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოება ასეთ ვაიპატრიოტიზმს ამოფარებულ უვიცებს ხმის ამოღების უფლებას აძლევს.

თქვენ ბატონებო, სწორედ თქვენ მიაყენეთ უდიდესი ზიანი ჩვენს ქვეყანას!
სწორედ თქვენ დაანახეთ მსოფლიოს, აფხაზებსა და ოსებს, რომ მზად ხართ ნატო-ს სანაცვლოდ საკუთარ მიწაზე – აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე თქვათ უარი! გარწმუნებთ, თქვენნაირ პოლიტიკოსებს და ექსპერტებს ბრიუსელშიც კი სერიოზულად არავინ აღიქვამს და ამას თავადაც ხედავთ. სწორედ ამიტომ გადახვედით ყველანაირ ზღვარს!

აი, რა არის ნებსით თუ უნებლიეთ ქვეყნის მტრობა!

თქვენ ხართ არშემდგარი პოლიტიკოსები, რომლებიც ქართველ ერს დაკარგული ტერიტორიების საბოლოოდ ჩაბარების სანაცვლოდ ნატო-ს გარდა ვერაფერს სთავაზობს.

სამარცხვინოდ გამოიყურებით ბატონებო, საქართველოშიც და ქვეყნის გარეთაც, მოყვარესთანაც და მტერთანაც!
სირცხვილია! მართლა სირცხვილია!”, – ნათქვამია ბურჯანაძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით უნდა დაიწყოს მსჯელობა მოისურვებს თუ არა საქართველო ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე ნატო-მაც უნდა უპასუხოს იგივე კითხვას.

დისკუსია ჯეიმს აპატურაიც გამოეხმაურა – მე ვნახე საქართველოში მიმდინარე დისკუსია, საქართველოს ალიანსში ისე გაწევრიანების შესახებ, რომ ორ რეგიონზე მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს. ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსიას დღეს აზრი არ აქვს, – განაცხადა აპატურაიმ.

იტვირთბა....