ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

220-საწოლიანი ახალაშენებული კლინიკა აფხაზეთში მაცხოვრებლებსაც მოემსახურება

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში 220-საწოლიანი კლინიკა აშენდა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, აფხაზეთში მცხოვრებ მოქალაქეებსაც მოემსახურება. ამ დროისათვის მიმდინარეობს სამუშაოები გარე პერიმეტრის მოსაწესრიგებლად. ინფორმაციას ამის შესახებ საჯარო უწყების საიტები ავრცელებენ.

კლინიკის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 41 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი. მშენებლობის საბოლოოდ დასრულების შემდეგ ობიექტი საქართველოს ჯანდაცვის ბალანსზე იქნება.

იტვირთბა....