aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

თუ საქართველომ გადაწყვეტილება მიიღო, შესაძლოა, რუსეთმა ე.წ. სამხრეთ ოსეთი მიიერთოს – არეშიძე რასმუსენის განცხადებაზე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეს იდეა ახალი არ არის და ამაზე თავის დროზე ლუკ კოფი ლაპარაკობდა. თუმცა, ახლა როდესაც ეს ამბავი რასმუსენმა გააჟღერა, ამას დიდი აჟიოტაჟი მოყვა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა თუ რატომ არ შესთავაზა ეს იდეა საქართველოს რასმუსენმა, როდესაც ის ნატო-ს გენერალური მდივანი იყო. ამაზე ორი პასუხია. ერთია რუსეთის რეაქციის მოლოდინი და  მეორე არის, რომ ნატო მაშინ ამისთვის მზად არ იყო, მაგრამ მე ამაში ეჭვი მეპარება, – ამის შესახებ ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ “მეტრონომთან” საუბრისას ანდრეს ფოგ რასმუსენის ნათქვამის კომენტირებისას განაცხადა.

არეშიძის თქმით, ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის დუმა-ში შეტანილი აქვს წინადადება, რომ ის რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდეს.

ე.წ. სამხრეთ ოსეთს რუსეთის დუმა-ში შეტანილი აქვს წინადადება, რომ ის რუსეთის ფედერაციის ნაწილი გახდეს.  შეგვიძლია თუ არა ვიფიქროთ, რომ საკმარისია საქართველომ ამ ტიპის გადაწყვეილება მიიღოს, რომ ეს დოკუმენტი ამუშავდება? რასაკვირველია, გვაქვს. მართლა შეიძლება, ასეთი რამე მოხდეს. მცოცავი ოკუპაცია გაგრძელდება კი არა, შესაძლოა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთება მოხდეს. აფხაზეთის შემთხვევაში ეს ნაკლებ სავარაუდოა და ცხინვალის შემთხვევაში, ეს ფაქია. ასე, რომ ხიფათი და გამოწვევბი ძალიან ბევრია.

იმ შემთხვევაში თუ სეპარატისტული ცხინვალის მიერ რუსეთის დუმა-ში შეტანილი დოკუმენტი ამოქმედდება, არ არის გამორიცხული ბორდერიზაციას პროცესი უფრო მასშტაბური გახდეს ანუ მაქსიმალურად მიუახლოვდეს ან გადაკეტოს ტრანსკავკასიური ავტომაგისტრალი. ამიტომაც ვამბობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ თემაზე საზოგადოებრივი დებატები დაიწყოს. ზუსტად უნდა განვსაზღროთ თუ რა სახის ნაბიჯები უნდა გადაიდგას. გარდა ამისა, მთავარია დასავლეთის აქტიურობა რუსეთის ქმედებების გასანეიტრალებლად”, – აცხადებს არეშიძე.

ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით უნდა დაიწყოს მსჯელობა მოისურვებს თუ არა საქართველო ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე ნატო-მაც უნდა უპასუხოს იგივე კითხვას.

იტვირთბა....