“რაც შეეხება რასმუსენის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას, საუბარია ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლის გამოყენებაზე – ანუ შეუძლია თუ არა საქართველო ნატო-ს წევრი თავისი ტერიტორიული მთლიანობით გახდეს, მაგრამ მეხუთე მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიებს არ შეეხოს, ისე როგორც ეს დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის შემთხვევაში მოხდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აღიარებულია და საქართველო ნატოს წევრი გახდება აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას;
ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა, მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის შიგნით უნდა დაიწყოს მსჯელობა მოისურვებს თუ არა საქართველო ისეთი მექანიზმის მიღებას, რომლის მიხედვითაც ნატო-ს წესდების მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ იმ ტერიტორიას, რომელიც კონტროლირებადია საქართველოს მთავრობის მიერ. ასევე ნატო-მაც უნდა უპასუხოს იგივე კითხვას.