ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ინაშვილი – დღეს დამსწრე საზოგადოების ნაწილმა და ორგანიზატორებმა უპატივცემულობა გამოიჩინეს საქართველოს კონსტიტუციისადმი

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტზე პირველი კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ უფლება ქონდა კონფერენციას დასწრებოდა და რამდენიმე წუთით სიტყვით გამოსულიყო.

“საქართველოს პარლამენტის წევრს უფლება აქვს, ქვეყნის მასშტაბით თავისუფლად გადაადგილდეს, თავისუფლად შევიდეს ყველა შენობა/დაწესებულებაში და მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ კონფერენციასა და სხდომაში. დღეს დამსწრე საზოგადოების ნაწილმა და ორგანიზატორებმა უპატივცემულობა გამოიჩინეს საქართველოს კონსტიტუციისადმი. დღეს არ სცეს პატივი საქართველოს მოქალაქეს, რომელიც კონფერენციაზე მოვიდა. როდესაც გუშინ ბატონი ბოკერია ჩემზე მთელი სამი საათი საუბრობდა და უამრავი დამახინჯებული ინფორმაცია მიაწოდა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მეც უფლება მაქვს მოვიდე და მოვითხოვო რამდენიმეწუთიანი სიტყვით გამოსვლა. ბატონი ბოკერია, რომელიც გუშინ აქ სხვადასხვა იარლიყებს გვაკერებდა, არის მწამებელი”, – განაცხადა ინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერ ირმა ინაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა. 

იტვირთბა....