ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერ ირმა ინაშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა.
ირმა ინაშვილი კონფერენციაზე “ობიექტივის” გადამღებ ჯგუფთან ერთად მივიდა.
„გუშინ ჩვენზე იყო საუბარი მთელი დღის მანძილზე. ბრალს გვდებდნენ, ცილს გვწამებდნენ. მოვედი აქ, რომ მომესმინა და შემდეგ რამდენიმე წუთით მოხსენება წამეკითხა. ხომ არ შეიძლება მხოლოდ შენ გდებდნენ ბრალს და შენ არ გქონდეს საშუალება, პასუხი გასცე“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.
დევიდ კრამერმა, ჟურნალისტებს და ირმა ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ, რის შემდეგაც კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.
ფოტო – საზოგადოებრივი მაუწყებელი