ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ წყალი დანაყა

პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” თანათავჯდომარემ, გოგი წულაიამ ქუთაისის მერიის წინ როდინი მიიტანა და ქვასანაყით წყალი დანაყა.

მისი თქმით, ამ ხელისუფლებასთან საუბარი წყლის ნაყვის ტოლფასია.

“ამ ხელისუფლებას ესაუბრო, ნიშნავს იმას, რომ წყალი დანაყო, აი, სწორედ ამას ემსახურება ეს სანახობა. წინა ხელისუფლებამ მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში გააკეთა გორგოლაჭების მოედანი, რომელიც 400 000 ლარი ღირდა, მერე მოხსნეს და ზესტაფონს აჩუქეს, ახლა სადაა ეს მოედანი არავინ იცის, ასე გააჩუქეს ჭიათურაში ჯიპები, მათ ჰგონიათ, თავისი ქონებაა და როგორც უნდათ ისე იყენებენ. იმ ფონზე, რაც ქუთაისში სიღარიბე და გაჭირვებაა ჯიპის ყიდვა და გაჩუქება ზედმეტია, მინდა მივმართო ბიძინას: – რა დაგიშავა ქუთაისმა, რომ თავზე დაგვასვი უფუნქციო ადამიანები”. – განაცხადა გოგი წულაიამ.

ფოტო: https://www.kutaisipost.ge

იტვირთბა....