ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი გახარია – საქართველოს ეკონომიკის 20% ოკუპირებულია

„ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე ძირითადი გამოწვევა არის ოკუპაცია”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, სამთავრობო პოგრამის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ეონომიკის 20 % ოკუპირებულია.

“როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული, აქვე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ეკონომიკის 20%-ია ოკუპირებული, რომ საქართველოს განვითარების, ქვეყნის განვითარების პოტენციალის 20%-ია ოკუპირებული, რომ ქვეყნის ადამიანური კაპიტალის 20%-ია ოკუპირებული და ამაში არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი უსაფრთხოების. ეს არის ყველაზე დიდი მუხრუჭი საერთოდ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ამ მიმართულებით ჩვენ ვიქნებით ცივი გონებით, უაღრესად პრინციპულები, რომ პირველ რიგში, დავიცვათ თითოეული მოქალაქის ღირსება, თითოეული მოქალაქის ინტერესი, რომელიც საუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობს და რა თქმა უნდა, დავიცვათ იმ მოქალაქეების ინტერესი, რომელიც დღეს ჩვენი საზოგადოების დევნილების ნაწილს წარმოადგენს. ჩვენ აქ ერთმნიშვნელოვნად ვეცდებით, რომ მოვახერხოთ სადამკვირვებლო მისიის, მათი სრული მანდატის გავრცელება ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

იტვირთბა....