“20 ივნისის ღამე, რაღაც მომენტში, მასირებული, ორგანიზებული ჯგუფების მიერ, რამდენიმე მხრიდან შტურმი, შეტევა ხდებოდა პოლიციაზე თანმიმდევრულად და შესაბამისად, რაღაც მომენტში პოლიცია გახდა იძულებული გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები. აქვე აღვნიშნავ, რომ პოლიციას უბრალოდ ბუნებაში, აღჭურვილობაშიც კი არ ჰქონდა რაიმე სპეცსაშუალება, რომელსაც არ ითვალისწინებს კანონი. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სანამ პოლიცია გამოიყენებდა სპეცაღჭურვილობას, ამ ორასაათნახევრის განმავლობაში, პოლიციელებს თავდამსხმელებმა გასტაცეს 300 -ზე მეტი ფარი. ყველას კარგად გესმით, რომ ფარი არის ერთადერთი საშუალება და მათ სხვა აღჭურვილობა არ ჰქონდათ თავდაცვის საშუალების. 30-ზე მეტი პოლიციელი იყო გატაცებული მათი რიგებიდან და მათი მდგომარეობა საბოლოოდ ბოლომდე არ იყო ცნობილი”.
გიორგი გახარია, პრემიერმინისტრობის კანდიდატი
პარლამენტი