ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“თუ წესიერად მოიქცევით, ჩაგირთავენ მიკროფონს” – ბოკერია გახარიას

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მიმართა.

გიგა ბოკერიას გახარიასთან რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოის საქართველოში შემოყვანასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები.

„ერთი კითხვაც მაქვს, ხვალ გავრილოვისნაირი ფიგურა რომ მოადგეს საქართველოს ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით, მითუმეტეს, ეგეთის, სადაც ცნობილია და ვწუხვარ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცოდა, რომ ეს რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ორგანიზაციაა, შემოუშვებთ თუ არა, გავრილოვის მსგავს ფიუგურას ხვალ ქვეყანაში?“ – განაცხადა ბოკერიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გახარიამ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი კანონი დარღვეული არ იქნებოდა, შემოუშვებდა.

„ბატონო გიგა, თუ კანონი არ იქნება დარღვეული, ამას გადავწყვეტთ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე და იმ რისკების შეფასებით, გავითვალისწინებთ, რომ პარლამენტში გვყავს ხალხი, რომელიც მოუწოდებს შტურმისკენ, ამას გავითვალისწინებთ და ან შემოვუშვებთ, ან – არა, გადავწყვეტთ მაშინ. ასე იქნება!“ – განაცხადა გახარიამ.

ბოკერიას განმარტებით კი, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ვინ წარადგინა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.

„გასაგებია, მე კითხვების ამ ნაწილს მოვრჩი, უბრალოდ, საზოგადოებას მინდა მივმართო და კოლეგებს. ანუ, დაღვრილი სისხლი და დათხრილი თვალები და კრიზისიც არ აღმოჩნდა საკმარისი ივანიშვილის გუნდის ამ კანდიდატისთვის, რომ ახლა მაინც ეთქვა საზოგადოებისთვის, რომ ხვალ იგივე დანაშაულებრივ ქმედებას არ დაუშვებს და საქართველოს მტერს, რომელმაც გამოიწვია ეს რეაქცია, ეს უბედურება, რომელსაც ოპონენტებს აბრალებენ, ხვალაც აპირებენ მის შემოშვებას. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, ვინ წარადგინა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ივანიშვილმა, რომელიც ხვალ აპირებს მეორე გავრილოვის ღამე მოაწყოს, ან მინიმუმ, არ გამორიცხავს მას“, – განაცხადა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობისა” და “ევროპული საქართველოს” დეპუტატები პრემიერ მინისტრობის კანდიდატ, გიორგი გახარიასა და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ ნაცმოძრაობამ გახარიასთნ შეხვედრა ჩაშალა.

იტვირთბა....