ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გახარია ვერ გახდება ქართველი ხალხის პრემიერ-მინისტრი” – სამადაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დღეს შეახსენებენ ქართველი ხალხის მრისხანებას გახარიას და მინისტრებს, რომელიც მის კაბინეტში ყოფნას გეგმავენ.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტი შეწყვიტა და დღეს სხდომაზე დასწრება მოსახლეობის თხოვნით მიიღო.

„ის ვითარება, რაც დღეს ქვეყანაშია შექმნილი, საკმაოდ უპრეცენდენტოა, რადგან საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, გახარია,რომლის გადადგომასაც უკვე მრავალი თვეა ითხოვს ჩვენი საზოგადოება, ინიშნება პრემიერ-მინისტრად. გიორგი გახარია ვერ გახდება ქართველი ხალხის პრემიერ-მინისტრი! იმ ხალხის, რომლის სისხლშიც ხელები აქვს ამოთხვრილი, რადგან დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ერთადერთი მიზეზით მოვიდა – ეს მიზეზი არის, რომ გახარიას შევახსენოთ ყველა დანაშაული, რომელიც აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე. რა თქმა უნდა, მასთან არანაირი რუტინული შეკითხვები არ გვაქვს, იმიტომ რომ გახარიას შეკითხვებს დაუსვამს სასამართლო და დაუსვამს პარლამენტის საგამოძიებო კომისია, მაშინ როდესაც ქვეყანაში აღდგება ეროვნული ხელისუფლება და მოვიშორებთ თავიდან მოსკოვიდან მართულ მარიონეტის თეატრს გახარიას მეთაურობით”, – განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, საზოგადორბის მხრიდან პროტესტი მოყვა. “სირცხვილიას” აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. როგორც ცნობილია აქციები კვლავ გაგრძელდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან გააძევა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა გუშინ გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.

მთავრობის განახლებული შემადგენლობისათვის, ნდობის გამოცხადებას მხარი პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტებმა დაუჭირა.

იტვირთბა....