თემქაზე, ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში ხანშიშესული ქალი გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის ჩასაქრობად მისულ მაშველებს ბინაში გარდაცვლილი ქალი დახვდათ. სავარაუდოდ, ხანძარი მკვლელობის გადაფარვის მოტივით გააჩინეს.
ქალს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით არ აქვს მიყენებული და როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, ექსპერტიზა დაადგენს, გარდაცვალების გამომწვევ მიზეზს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა უწყების ცნობით, შესაძლოა მუხლი, გამოძიების პროცესში გადაკვალიფიცირდეს.