მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი ციტატა

“გააკეთეთ ისეთი საკონტრაქტო სისტემა, სადაც თქვენ ფუმფულა ბალიშებზე გაზრდილ შვილებსაც გაუშვებთ” – დოლიძე ჯარზე

“ღარიბაშვილმა “გირჩი” საფრთხეს უქმნის ქვეყანასო. “გირჩი” კი არ უქმნის საფრთხეს ქვეყანას, არამედ ის რომ არ გივარგათ ჯარი და ყოველ წელს ათასობით ახალგაზრდა მიგყავთ ყარაულებად და დარაჯებად თითქმის უფასოდ. მერე გინდათ რომ მოატყუოთ ხალხი რომ ეს “სამხედრო სამსახურია.” და დააბრალოთ რომ ამათ არ უყვართ სამშობლო იმიტომ რომ ყარაულებად უფასო მუშახელი არ უნდათ რომ იყვნენ. შესაცვლელია ეს სამარცხვინო იერარქიული და ექსპლოატაციური სისტემა და მაგის რეფორმის ხედვა წარმოგედგინათ ჯობდა. გადადით მთლიანად საკონტრაქტო სისტემაზე ან გააკეთეთ ისეთი თანასწორი და საყოველთაო გაწვევა (ბალტიისპირეთი, ისრაელი) სადაც თქვენ ფუმფულა ბალიშებზე გაზრდილ შვილებსაც გაუშვებთ და ნახეთ მერე “გირჩს” მუშტარი თუ ეყოლება”

ანა დოლიძე – იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე პარტია “გირჩის” საქმიანობის შესახებ განაცხადა, რომ არ მოერიდება და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე აღნიშნავს, რომ „გირჩის“, ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს და ჯარის ძლიერებას.

ღარიბაშვილმა "გირჩი" საფრთხეს უქმნის ქვეყანასო. "გირჩი" კი არ უქმნის საფრთხეს ქვეყანას, არამედ ის რომ არ გივარგათ ჯარი…

Gepostet von ანა დოლიძე Anna Dolidze am Donnerstag, 5. September 2019

იტვირთბა....