aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

ეკა ბესელია – შალვა თადუმაძის და შოთა გეწაძის ერთად მოხვედრა, 20 კაციან სიაში, დისკომფორტს როგორ არ ანიჭებს გენერალურ პროკურორს

aviabiletebi
ავიაბილეთები

დეპუტატი ეკა ბესელია მოსამართლეობის კანდიდატების 20-კაციან სიას, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მიუღებლად აფასებს.

მისივე აზრით, სიაში რამდენიმე მძიმე გვარია.

„ჩემი მოლოდინი გამართლდა. ველოდებოდი, რომ ამ სიაში იქნებოდა რამდენიმე გვარი და ხუთი გვარი მეორდება ათკაციანი სიიდან და ამას დაემატა კიდევ რამდენიმე მძიმე გვარი. მძიმეში ვგულისხმობ, რომ მათი გვარები უკავშირდება მძიმე, უსამართლო გადაწყვეტილებებს. ყველაზე არ შეიძლება ერთნაირად ითქვას, თუმცა რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ეს სია არის მიუღებელი. მიუღებელია ქვეყნის მართმსაჯულების განვითარებისთვის, სამართლიანობის იდეისთვის. პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ დანაპირებს, რომელიც 1 ოქტომბერს ხალხს მივეცით. ეს არის საგანგაშო სია და იქნება ქვეყნისთვის წარსულში ნაბიჯის გადადგმა, ქვეყნის დაბრუნება წარსულში, რომლიდანაც გამოვიყვანეთ 2012 წელს. ეს იქნება ძალიან ცხარე დიაკუსია, როდესაც ჩვენ კითხვებს დავუსვამთ ამ კანდიდატებს. საოცარი რამ არის: ამ სიაში რომ ვუყურებდი გვარებს და მერე ისტორიები მახსენება, იყოს ერთდროულად სიაში შოთა გეწაძე და შალვა თადუმაძე. შოთა გეწაძე იყო ერთ-ერთი მოსამართლე, როდესაც “ქართული ოცნების” მოქმედ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს და მე და შალვა თადუმაძე ვიცავდით მაშინ ივანიშვილის ინტერესებს. აი ამ ორი გვარის ერთად მოხვედრა ამ 20 კაციან სიაში დისკომფორტს როგორ არ ანიჭებს გენერალურ პროკურორს – ეს კითხვა მე მასთანაც მექნება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ

იტვირთბა....