„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს პრემიერად გიორგი გახარია კანდიდატურის წარდგენის შეფასებისას განუცხადა, რომ გიორგი იყო ერთ-ერთი რეიტინგული მინისტრი “ქართული ოცნების” გუნდში.
როგორც კალაძემ აღნიშნა, საზოგადოება გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დასახელებით კმაყოფილია.
„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რადგან ვიცით რამხელა გამოწვევებია, რამდენი პრობლემებია და ამ ყველაფერს სჭირდება მოგვარება. თვითონ გიორგი გახარიას კანდიდატურას რაც შეეხება, გიორგი იყო ერთ-ერთი რეიტინგული მინისტრი “ქართული ოცნების” გუნდში. შესაბამისად, თქვენ ნახეთ გუშინ საზოგადოების დამოკიდებულება, როდესაც მისი კანდიდატურა იქნა გაჟღერებული, თუ რამდენად დიდი იყო კმაყოფილება. დარწმუნებული ვარ, პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრის და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებასთან დაკვშირებით”,- განაცხადა კალაძემ.
ოპოზიციის შეფასებებს, რომ გიორგი გახარიას წარდგენით ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას სილა გააწნა, კალაძე არ ეთანხმება.
“პირიქით, ვნახეთ გუშინ რამდენად დიდი აღფრთოვანება მოჰყვა გახარიას კანდიდატურის წარმოდგენას. “თუმცა არის ადამიანების ჯგუფი,რომელიც ამას ეწინააღმდეგება და ეს ნორმალურია. ყველა ვერ იქნება კმაყოფილი. ყველა ვერ იქნება კმაყოფილი იმ პროექტების, რეფორმების განხორციელებისას, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს შეუძლებელია უბრალოდ”,- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, საზოგადორბის მხრიდან პროტესტი მოყვა. “სირცხვილიას” აქტივისტებმა პარლამენტთან აქცია გამართეს. როგორც ცნობილია აქციები კვლავ გაგრძელდება.
გუშინ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან გააძევა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა გუშინ გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.