ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროპული საქართველო” მინისტრობის კანდიდატების მოსმენებს არ დაესწრება

საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას “ევროპული საქართველო” არ დაესწრება.

ამის შესახებ პარტიის წევრმა, სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

სხდოამზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზალკანიანი სამთავრობო პროგრამა წარადგენს.

“დღეს ივანიშვილის მიერ შემოთავაზებული გახარიას ე.წ “ახალი მთავრობა” იწყებს განხილვებს კომიტეტებზე, სადაც ისინი წარმოადგენენ სამთავრობო პროგრამას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ პროგრამის განხილვაში რაიმე მონაწილეობა მივიღოთ იმიტომ, რომ არაფერი ამ მთავრობის ხედვებში შეცვლილი არ არის. ეს ყველაფერი იყო პოლიტიკური ნაბიჯი ივანიშვილის მხრიდან, რომ გამოეწვია საზოგადოება გახარიას დანიშვნით. რა თქმა უნდა, არანაირი ახალი ხედვა და არანაირი პრობლემის გადაჭრის ახალი გზები მათ მიერ შემოთავაზებული არ არის . ამიტომ ჩვენ ამ კომიტეტებს არ დავესწრებით და არც არანაირ კითხვას არ დავუსვამთ არც საგარეო საქმეთა მინისტრს და არც სხვა რომელიმე მინისტრს”,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

იტვირთბა....