“რაღა აზრი აქვს დეტალურად წერას და არგუმენტებით დასაბუთებას, რატომ და როგორ? ივანიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ მიაფურთხა სახელმწიფოს. ამის მერე ჩვენზეა, მიცემთ თუ არა მას უფლებას დაუსრულებლად აბუჩად აგვიგდოს ყველა და ანგრიოს სახელმწიფო. თუ მივცემთ უფლებას, ესეიგი ღირსები ვართ. მარტივია ეს ამბავი”
ნინო ჯანგირაშვილი – ჟურნალისტი
სოციალური ქსელი
შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, საზოგადორბის მხრიდან პროტესტი მოყვა. ამ წუთებში “სირცხვილიას” აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან გააძევა.
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა დღეს გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.