მთავარი ციტატა

“ივანიშვილი აპირებს ამ საზოგადოებასთან ომს და ამ ომის მოგებას ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით”

“ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ტრაგედიაა, ნიშნავს, რომ ქვეყანა არ შედგა, ეს ნიშნავს, რომ საქართველომ განვითარების მხრივ უკან დაიხია პატარა მიღწევებიდანაც კი. ივანიშილმა გადაწვიტა თავისი უახლოესი გარემოცვა დანიშნოს ყველგან, აღარ ენდობა არავის, იზორიასაც კი. მას, ფაქტობრივად, სჭირდება კაცი, რომელიც მას დაემორჩილება. ივანიშვილს ახალგაზრდობაც ფეხებზე კიდია და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილიც. ის აპირებს ამ საზოგადოებასთან ომს და ამ ომის მოგებას ძალოვანი სტრუქტურების გამოყენებით“

ლევან ბერძენიშვილი

შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, საზოგადორბის მხრიდან პროტესტი მოყვა. ამ წუთებში “სირცხვილიას” აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან გააძევა.

გუშინ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა დღეს გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორია უხელმძღვანელებს.

იტვირთბა....