დეპუტატი გიგა ბოკერია “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას წარდგენას აფასებს და აცხდაებს, რომ ოლიგარქები სასოწარკვეთისგან რადიკალიზაციისკენ მიდიან და შესაძლოა, რადიკალიზაციაში ხედავს თავის შანსაც ძალაუფლების შენარჩუნების
“ეს სილის გაწნაა საზოგადოებისთვის. პოლიტიკური ომის გამოცხადება ეს არის ძალიან ცუდი ქვეყნისთვის. ამაზე პასუხს მიიღებს პროტესტით და რაც მთავარია არჩევნებზე მიიღებს უმძიმეს პასუხს საზოგადოებისგან, უბრალოდ ამ კაცმა კიდევ ერთხელ თავისი ქმედებით დემონტრირება მოახდინა, როგორ ფეხებზე ჰკიდია საზოგადოება. მან კიდევ ერთხელ ზიანი მიაყენა ქვეყანას და რისკები გაზარდა. რაც შეეხება კითხვას რატომ? -ერთადერთი, რაც თავში მომდის, რაც აქამდეც მითქვამს: ასეთი დისკრედიტაციის შემდეგ, ასეთი დაცემის შემდეგ, რაც „გავრილოვის ღამის“ შემდეგ მოხდა, ხდება ხოლმე, რომ ამ ტიპის რბილად რომ ვთქვათ, ექსცენტრიული ადამიანები, ოლიგარქები სასოწარკვეთისგან რადიკალიზაციისკენ მიდიან და შესაძლოა, რადიკალიზაციაში ხედავს თავის შანსაც ძალაუფლების შენარჩუნების – მწარედ ცდება, ოღონდ ცუდი ისაა, რომ ქვეყანას აზიანებს მორიგ ჯერზეც” – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებს, კონკრეტულად კი გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნას, საზოგადორბის მხრიდან პროტესტი მოყვა. ამ წუთებში “სირცხვილიას” აქტივისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის პლენარული სხდომიდან გააძევა.
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა დღეს გამართულ სხდომაზე, პრემიერ მინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შსს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.