მთავარი ციტატა

“ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ისტერია, მას შემდეგ, რაც “გავრილოვის რევოლუცია” არ შედგა”

“შესაძლებელია, გამპროტესტებლებს შორის მართლაც იყვნენ გულწრფელი ადამიანები, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის “ნაციონალური მოძრაობის” ისტერია, მას შემდეგ, რაც მათ მიერ დაგეგმილი “გავრილოვის რევოლუცია” ამ ქვეყანაში არ შედგა. აქგ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უარი არ უნდა ვთქვათ კადრზე, რომელსაც ძალიან კარგი გამოცდილება აქვს, უფლებადაცვით საქმიანობაში, ეკონომიკურ სფეროში, სამართალდამცავ სფეროში… და ეს კომპლექსი გვაძლევს საფუძველს, მხარი დავუჭიროთ გიორგი გახარიას კანდიდატურას”.

მამუკა მდინარაძე, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე

შეგახსენებთ, რომ გუშინ  საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა. მმართველმა გუნდმა დღეს გამართულ სხდომაზე, პრემიერმინისტრობის პოსტზე გიორგი გახარია, შს მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. უსაფრთხოების საბჭოს კი ლევან იზორიაუხელმძღვანელებს.

განვითარებული მოვლენების გამო, ლოზუნგით – აქცია “სირცხვილიას” ორგანიზატორები, პარლამენტის შესასვლელთან „სირცხვილის კორიდორს“ აწყობენ

[LIVE]

იტვირთბა....