ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ” – პრეზიდენტი პრემიერის გადადგომაზე

პოლონეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობაში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ

სალომე ზურაბიშვილის თქმით, უნდა დაველოდოთ, თუ ვინ შეცვლის პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს.

„გადადგომას არ აფასებენ. ეს არის მისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახალი პრემიერის დანიშვნას, მე მგონი, უნდა დაველოდოთ. მე პირადად დაველოდები და თბილისში ჩავალ. საერთოდ, მე ვთვლი, რომ შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ. არაკორექტული იქნება აქედან რომ შევაფასო პრემიერის ქმედებები და მისი მოღვაწეობა, რომელიც უნდა შეაფასოს ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ და პოლიტიკურმა პარტიებმა. ხვალ იქნება დრო იმისათვის, რომ გაკეთდეს კომენტარტები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ თანამდებობა დატოვა. მან ეს განცხადება სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.

იტვირთბა....