პოლიტიკური პარტია “გირჩი” შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ფსონებს იღებს და ამბობს.
ფსონების გაკეთება გირჩის ვალუტით იქნება შესაძლებელი.
“მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ პარტიის განცხადებას:
“1. მამუკა ბახტაძე წავა:
ხვალ – 1.2
ზეგ – 1.1
არ წავა – 15.0
2. პრემიერად დასახელდება:
გახარია – 1.1
ცქიტიშვილი – 1.6
დიმიტრი ცქიტიშვილი – 15.0
3. შს მინისტრი ახალ კაბინეტში იქნება:
ღარიბაშვილი – 1.3
გომელაური – 5.0
ჭიკაიძე – 15.0
4. ცოცხალი:
შეიცვლება 2,5 > მინისტრი – 1.1
შეიცვლება 4,5 > მინისტრი – 3.0
შეიცვლება 6,5 > მინისტრი – 7.0
ფსონები მიიღება მხოლოდ GED-ებში.
მინიმალური ფსონი – 1,000 GED.
მაქსიმალური ფსონი – 100,000 GED.
ფსონები მიიღება ხვალ დილის 09.00 საათამდე.
შენიშვნა:
იმისათვის რომ დადოთ ფსონი, თქვენ უნდა გქონდეთ შესაბამისი რაოდენობის GED-ები გირჩის ბაზაში
ფსონი დადებულად ჩაითვლება თუ კომენტარში დაწერთ რომელ ხაზზე დებთ ფსონს და რა ოდენობით
ხაზების გადაბმა არ შეიძლება
წაგების შემთხვევაში თქვენ ჩამოგეჭრებათ GED-ების შესაბამისი ოდენობა
მოგების შემთხვევაში თქვენ დაგერიცხებათ GED-ების შესაბამისი ოდენობა
ტოტალიზატორი ეწყობა უკვე კერძო მფლობელობაში არსებული GED-ებით, შესაბამისად გავლენას არ იქონიებს მიმოქცევაში არსებული GED-ების მოცულობაზე”.
სამთავრობო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია ხვალ გახდება ცნობილი. ეს ქართული ოცნების დეპუტატებმა თქვეს, რომლებმაც ქართული ოცნების ოფისში სხდომას დაესწრნენ. უმრავლესობის სხდომას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.
რამდენიმე დღეა, სხვადასხვა მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვთაც, პრემიერმინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სათავეში ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება.
ასევე, სხვა ინფორმაციით, პრემიერმინისტრის პოსტზე განიხილება მოქმედი ინფრასტრუქტურის მინისტრის და ვიცე პრემიერის, მაია ცქიტიშვილის კანდიდატურაც.