ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ივანიშვილის პრემიერის პოსტზე დაბრუნების საკითხი არ განიხილება” – ვოლსკი

სამთავრობო ცვლილებებსა  და მამუკა ბახტაძის პრემიერ-მინისტრის პოსტიდან შესაძლო გადადგომის საკითხს უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატმა განაცხადა, ამ თემაზე დღეს თავად მამუკა ბახტაძე ისაუბრებს.

“მამუკა ბახტაძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ექნება სიღრმისეული და ვფიქრობ, ძალიან საინტერესო განცხადება. არ არის კორექტული, რომ გადავასწრო და ამ განცხადებას წინ წავუმძღვარო რაიმე განაცხადი ცვლილებებთან დაკავშირებით, ვინაიდან მამუკას საკმაოდ კომპეტენტური პოზიცია გააჩნია ამ თემასთან დაკავშირებითაც”,-განაცხადა ვოლსკიმ.

მედიის კითხვაზე დაბრუნდება თუ არა ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეს საკითხი არ განიხილება.

“ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს ჩვენს გუნდშიც, თუნდაც პარტიულ იერარქიაში საკმაოდ მყარი და ძლიერი პოზიცია გააჩნია”

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე დღეს 15:00 საათზე გააკეთებს განცხადებას.

იტვირთბა....