ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

“გახარია – ღარიბაშვილის დაწინაურება გაჭირვებისაა” – დავით ბერძენიშვილი

ცოტა ხნის წიინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მთავრობაში საკადრო ცვლილებები იგეგმება, რესპუბლიკური პარტიის წევრი დავით ბერძენიშვილი ეხმაურება.

როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, ივანიშვილი მოსკოვის იმედად ებღაუჭება ძალაუფლებას.

“გახარია/ ღარიბაშვილის დაწინაურება გაჭირვებისაა.

ამასთანავე, ესაა უკვე ღია ანტიდემოკრატიული , ანტიდასავლური განაცხადი.

ღარიბაშვილი ბნელი, უვიცი, საპატრიარქოსთან გადაფსკვნილი , არსებითად პრორუსი სავკების ორიენტირია.

გახარია რუსული აღზრდის და მენტალობის ჯალათია, რომელმაც გავრილოვის და მისი დამხვედრების უტიფრობის გამპროტესტებლები დაასახიჩრა და დააპატიმრა.

ბიძინა მოსკოვის იმედად ებღაუჭება ძალაუფლებას.

საზოგადოებასთან – რუსთაველის ეპიცენტრთან, პროდასავლურ პოლიტიკურ სივრცესთან( დემოკრატიულთანაც და ნაკლებად დემოკრატიულთანაც), მედიასთან, არასამთავრობოებთან, დასავლური ყაიდის ბიზნესთან, უამრავ მოქალაქესთან ო მ ს ბიძინა წააგებს და სამაგალითოდ დაისჯება.

ერთ მხარეს ქვეყნის სტაგნაციიდან ჩრდილოეთისკენ გამხედავი ბიძინაა მისი უღირსებო ხროვით, მეორე მხარეს კი ქართული საზოგადოება.

ერთ მხარეს უფერული, აგრესიული ერთფეროვნებაა, მეორე მხარეს კი – მრავალფეროვანი, პლურალისტური საქართველოა.

ასეა ამჟამად და არა სხვანაირად – ბუჩქები და სირაქლემა, “იმასთან არ დავდგები წამოკნავლება” უკვე აშკარად უნიათობა, უპასუხისმგებლობა, მეტიჩრობა და სიმხდალეა.

მშიშრები არ ქმნიან ისტორიას, ისინი პროგრესის არა შემოქმედნი, არამედ მომხმარებლები არიან ხოლმე.

ვინც ვერ/არ დაინახავს საკუთარ ადგილს ბიძინას მრავალფეროვან, მრავალპოლუსიან ალტერნატივაში, ის ბიძინას უსახური თანამგზავრია” – წერს ბერძენიშვილი.

იტვირთბა....