სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ბლოკპოსტის არსებობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება, სახელმწიფო გამოიყენებს ყველა რესურსს რომ არ მოხდეს ვითარების ესკალაცია.
მისი თქმით, რუსეთი აგრძელებს თავის პროვოკაციულ ქმედებას ოკუპირებულ და მის მიმდებარე ტერიტორიებზე .
„უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქართული მხარის მიერ გადაწყვეტილებაა მიღებული ბლოკპოსტის არსებობის შესახებ და ამას არ შევცვლით. ასევე ჩვენ ვმუშაობთ ყველა საერთაშორისო პარტნიორთან, გამოვიყენებთ ყველა ფორმატს და რესურსს იმისთვის, რომ არ მოხდეს კონკრეტულ გარემოებასთან მიმართებაში რაიმე სახის ესკალაცია, იმ მოცემულობაში რომ ქართულმა მხარემ დაიცვას თავისი პრინციპული გადაწყეტილება”,- განაცხადა მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს წამოუყენეს ულტიმატუმი სოფელ წნელისთან ქართული პოსტის 30 აგვისტოს 06:00 საათამდე გაუქმების თაობაზე.