ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება” – ლაშა დარსალია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ საქართველოს პირველ არხს სოფელ ჩორჩანაში განუცხადა, რომ ბლოკპოსტის დაშლის საკითხი არც კი განიხილება.

„ეს ყოველთვის იყო საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, რაც დაფიქსირებულია მათ შორის, იგივე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ და ცალსახად ეს საკითხი (ბლოკპოსტის დაშლა) არც კი განიხილება” – განაცხადა დარსალიამ.

მისი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება 24-საათიან რეჟიმში მუშაობს საერთაშორისო პარტნიორებთან, მიმდინარეობს მათი ინფორმირება, რათა გადაიდგას ვითარების დეესკალაციისთვის საჭირო ნაბიჯები.

სოფელ ჩორჩანასთან ასევე იმყოფებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძე და საქართველოს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი კახაბერ ქემოკლიძე.

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მოთხოვნის ვადა ამოიწურა. მათ 30 აგვისტოს, 06:00 საათამდე ქართული პოსტის გაუქმება მოითხოვეს.

იტვირთბა....