მთავარი სამართალი ციტატა

“3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულს აქვს ფსიქიკური პრობლემები და ეს ქმედება კანონით დასჯადი არ არის”

“თამარ საძაგლიშვილი იყო პეკინზე და ათვალიერებდა მაღაზიებს. მას დანა არ ჰქონია. მისი ფსიქიური მდგომარეობიდამ გამომდინარე შეიძლება არ ახსოვს, რომ დანა ჰქონდა. საძაგლიშვილს (3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებული) აქვს ფსიქიკური პრობლემები და ეს ქმედება კანონით დასჯადი არ არის. ბავშვი დაზარალებულია, მაგრამ ბავშვი ასევე შეიძლება დააზარალოს ქუჩაში ძაღლმა, ამ შემთხვევაში ძაღლს მოვთხოვთ პასუხს?”

ალექსანდრე გაბუნია, თამარ საძაგლიშვილის ადვოკატი

შეგახსენებთ, თამარ საძაგლიშვილი გუშინ პეკინის გამზირზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააკავეს. ის ბრალდებულია, რომ პეკინის გამზირზე 3 წლის არასრულწლოვანი ბავშვი ბასრი საგნით სახის არეში დაჭრა.

იტვირთბა....