ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ესპანეთში ხარმა რქით 62 წლის მამაკაცი იმსხვერპლა

ესპანეთის პროვინცია კასტილია-ლეონში ხარების მარათონის დროს დაშავებული 5 ადამიანიდან ერთი გარდაიცვალა. ამის შესახებ იუწყება გაზეთი “პერიოდიკო”.

ინციდენტი ქალაქ კუელიარში მოხდა. ხარების მორიგი გარბენის დროს, რომელიც ენსეროსის სახელით არის ცნობილი, 62 წლის მამაკაცი გარდაიცვალა ხარის რქის მძლავრი დარტყმის შედეგად.

თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს რქა თავდაპირველად კისერში მოხვდა და შემდეგ გულმკერდში. მასთან ერთად დაზარალდა კიდევ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. თუმცა, მოგვიანებით 62 წლის მამაკაცი მიღებული ტრავმების გამო დაიღუპა.

იტვირთბა....