ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თამარ ხულორდავას შეფასებით, გაუგებარია, რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული

ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას განცხადებით, შეწყალება პრეზიდენტის პრეროგატივაა, თუმცა მისთვის გაუგებარია, რატომ შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე.

“შეწყალება იცით, რომ პრეზიდენტის პრეროგატივაა. ეს მისი კონსტიტუციური უფლებაა, თუმცა ჩემთვის ეს გადაწყვეტილება გაუგებარია. მეტ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ”, – განაცხადა ხულორდავამ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა, მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 34 მსჯავრდებული შეიწყალა, საიდანაც 1 არასრულწლოვანია და 8 ქალი.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე.
ის ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. მას 12 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

იტვირთბა....