საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ევრონიუსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის საუბრის დაწყების საფუძველი ოფიციალური მოსკოვის პოზიციის ცვლილება შეიძლება გახდეს.
“მკაფიოდ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთის პოზიციაში ჩვენნაირ პატარა მეზობელთან მიმართებაში ცვლილებები მოხდა. მოსკოვმა უნდა აღიაროს, რომ ურთიერთობა არ შეიძლება აგებულ იქნას იძულებაზე. როდესაც ჩვენ დავინახავთ მკაფიო სიგნალებს ამ მიმართულებით, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მზად ვიქნებით დიალოგისთვის მომავალში“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, საქართველოს და რუსეთს აღარ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლიდან.