ახალი ამბები მთავარი სამართალი

ნინო წილოსანი შოთა დიღმელაშვილს უჩივის

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ერთერთ ორგანიზატორს, შოთა დიღმელაშვილს უჩივის.

როგორც დეპუტატი ამბობს, დიღმელაშვილის წინააღმდეგ სარჩელი ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო შეაქვს.

“გადავწყვიტე შოთა დიღმელაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის ვუჩივლო, რადგან ერთხელ და სამუდამოდ პასუხი უნდა აგონ ცილისწამებისათვის. იმედი მაქვს, ეყოფა კეთილგონიერება და კონკრეტული ზომების მიღებამდე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას და საჯაროდ ბოდიშს მოიხდის.

ამ ნაბიჯს მხოლოდ ჩემი ინტერესების დასაცავად არ ვდგამ, ამ ქმედებით ყველა იმ მოქალაქეს ვცემ პატივს, ვინც მე ხმა მომცა და ნდობა გამომიცხადა.

ინფორმაციისთვის:
შოთა დიღმელაშვილმა გადაცემაში #სირცხვილია გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მე, ნინო წილოსანი “ვკრიშავ” (როგორი სოლიდურ/ჟურნალისტურ/პროფესიონალური ტერმინია) კომპანიას, რომელმაც ქუთაისში ააშენა უსახლკაროთათვის სახლები”. – აცხადებს ნინო წილოსანი.

16 აპრილს გამოვაქვეყნეთ ინფორმაცია, რომ უსახლკაროებისთვის გამოყოფილი ფულიდან ქუთაისის მერიამ 2 მილიონი ლარი საეჭვოდ დახარჯა შპს სანოზე სპეციალურად მორგებულ კონკურსში. შპს “სანოსთან” ქართული ოცნების დეპუტატის, ნინო წილოსანის კავშირი გამოიკვეთა.ამის საპასუხოდ , ნინო წილოსანი რუსთავი 2-სთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: “მე მხოლოდ ვიცნობ ამ კომპანიის დირექტორს. ჩემი მონაწილეობა არანაირ ფაქტებზე არ არის დაყრდნობილი”.შპს სანოს დამფუძნებლისა და დირექტორის ლევან ჭანტურიძეს კავშირი პარლამენტარი ნინო წილოსანთან და მისი ოჯახთან მინიმუმ 8 კომპანიაში იკვეთება: შპს აითრეველი, შპს ტრიდე ჯგუფი, შპს ბინ თრეიდინგ, შპს სი ბი სი, შპს ქონსელერ პრივატი, შპს ლეგიონი, შპს ენ-დუო-კონცეპტ და შპს ჯი თრეველი…ამ დროისთვის ნინო წილოსანი, ბიზნესის რეესტრის მონაცემების მიხედვით ლევან ჭანტურიძესთან ერთად ბიზნესპარტნიორებად ფიქსირდება შპს ენ-დუო-კონცეპტ-ში და შპს აითრეველ-ში. თუმცა 2016 წლამდე, პარლამენტის წევრად გახდომამდე, ლევან ჭანტურიძე და ნინო წილოსანი სხვა კომპანიებშიც იყვნენ ბიზნესპარტნიორები. მნიშვნელოვანია, რომ 2016 წელს, ნინო წილოსანმა სხვადასხვა ბიზნესკომპანიებში საკუთარი წილები ლევან ჭანტურიძის სასარგებლოდ დათმო. მაგალითად, შპს აითრეველში ნინო წილოსანმა საკუთარი წილის მართვის უფლებაც მინდობილობით გადასცა ლევან ჭანტურიძეს 2020 წლამდე. ასევე, შპს ლეგიონში საკუთარი წილი ლევან ჭანტურიძის სასარგებლოდ დათმო. ლევან ჭანტურიძის კავშირი იკვეთება ნინო წილოსანის მამასთანაც – ბადრი წილოსანთან შპს ვაგონმშენებელი კომპანია-ში და შპს სი ბი სი-ში.

Gepostet von ფლანგვის დეტექტორი am Dienstag, 7. Mai 2019

 

იტვირთბა....