„რუსეთი უკვე 11 წელია, მარტო არის დარჩენილი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაში. მას მხოლოდ რამდენიმე, მათ მიერ სრულიად კონტროლირებადი რეჟიმი აჰყვა, როგორიც არის სირია, ვენესუელა და ა.შ. არავინ მსოფლიოდან, არც ერთი ქვეყანა არ აჰყვა მათ და შეუერთდა რუსეთის მცდელობებს და არ მოექცა რუსეთის ზეწოლის ქვეშ, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება მომხდარიყო. პირიქით, პროცესი არის საპირისპირო, ჩვენ ვხედავთ ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც ძალიან მყარად დგანან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად”.
თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აფხაზეთი დემოკრატიული სახელმწიფოა, მისი აღიარების პროცესი შეუქცევადია.